Skip to content

Latest commit

 

History

History
25 lines (20 loc) · 5.78 KB

CONTRIBUTING.md

File metadata and controls

25 lines (20 loc) · 5.78 KB

კონტრიბუტორობა

სანამ დაიწყებთ კონკრეტული თავის თარგმნას გთხოვთ გახსნათ შესაბამისი issue - ეს მნიშვნელოვანია რადგან ყველამ უნდა იცოდეს რომ თქვენ უკვე მუშაობთ და იგივე ნაწილზე სხვამაც არ დაიწყოს მუშაობა. Issue - ები შეგიძლიათ დაასათაუროთ ქართულად და სათაურში მოკლედ, ხოლო შემდეგ აღწერაში შედარებით განავრცოთ რომელი თავის თარგმნას ან რა ნაწილის ცვლილებას გეგმავთ. ცვლილებაში იგულისხმება ყველა ტიპის ცვლილება, მათ შორის მცირედი სინტაქსური ან გრამატიკული შეცდომებიც კი.

Pull Request - ის გახსნის პროცესი

  1. თუ უკვე არ გაქვთ და-fork-ეთ ეს რეპოზიტორია თქვენს ექაუნთზე. (ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული Fork ღილაკის მეშვეობით).
  2. თქვენი ექაუნთის ქვეშ შექმნილი რეპოზიტორიის ასლი დაკლონეთ ლოკალურად git clone ....
  3. შექმენით ახალი ბრენჩი და მის სახელში გამოიყენეთ თქვენს მიერ შექმნილი issue - ს ID. (მაგალითად თუ issue - ს id არის 2 მაშინ ბრენჩის სახელი უნდა გამოიყურებოდეს ასე 2-{ბრენჩის-მოკლე-სახელი}. უფრო კონკრეტულად კი თუ თქვენ ახალ თავს ამატებთ სათაურით "ტრადიციული ვებ აპლიკაციები" მაშინ ბრენჩის სახელი შეიძლება იყოს ასეთი 2-traditional-web-apps.
  4. web ფოლდერში დაამატეთ .md ფაილი. მაგალითად traditional-web-apps.md და ამ ფაილში შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი ქვე-თავის კონტენტი.
  5. დაამატეთ (git add ...) და დააკომიტეთ თქვენი ცვლილებები. გაითვალისწინეთ რომ ყველა commit მესიჯს უნდა ჰქონდეს თქვენს მიერ შექმნილი issue - ს id და მიმართული უნდა იყოს ორიგინალ რეპოზიტორიაზე, ასე მაგალითად: git commit -m "bitcamp-ge/start.bitcamp.ge#2 - adding new chapter about traditional web apps."
  6. დაფუშეთ თქვენი ცვლილებები git push ....
  7. გახსენით ახალი Pull Request: თუ თქვენი ექაუნთის ქვეშ არსებულ რეპოზიტორიაში შეხვალთ, დაინახავთ ყვითელ შენიშვნას თქვენს მიერ შექმნილი ახალი ბრენჩის შესახებ, ისევე როგორც ქვემოთ მოცემულ სქრინზეა: დააჭირეთ მწვანე ღილაკს Compare & Pull Request და აღმოჩნდებით Pull Request - ის შესაქმნელ ფორმაზე, იხ. სქრინშოთი: დარწმუნდით რომ ისრის მარცხენა მხარეს არჩეულია bitcamp-ge/start.bitcamp.ge რეპოზიტორია და base: master ბრენჩი ხოლო მარჯვენა მხარეს თქვენი რეპოზიტორია და თქვენი ახლად შექმნილი ბრენჩი, ზუსტად ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები.
  8. დააჭირეთ Create pull request მწვანე ღილაკს

კონტენტის ფორმატირება და სხვა ელემენტები

  1. თქვენს კონტენტში სურათების დასამატებლად სურათი უნდა ჩააგდოთ .gitbook/assets/ ფოლდერში და შემდეგ დაამატოთ თქვენს დოკუმენტში markdown სინტაქსით. ასე მაგალითად ![](../.gitbook/assets/2e.png).
  2. სხვა ტიპის ელემენტებისთვის და ფორმატირების იარაღებისთვის გადახედეთ სინტაქსის დოკუმენტაციას.